წესები და პირობები
iarbaz.ge — ბოლო განახლება: მაისი 2025
მნიშვნელოვანი გაფრთხილება და პლატფორმის სტატუსი
- პლატფორმის შინაარსი: საიტზე (iarbaz.ge) გამოქვეყნებული განცხადებები და პროდუქცია სპეციფიკურია და მოიცავს ცეცხლსასროლ/ცივ იარაღს, საბრძოლო მასალას, აქსესუარებსა და ტაქტიკური დანიშნულების აღჭურვილობას.
- შუამავლის სტატუსი: გაცნობებთ, რომ iarbaz.ge წარმოადგენს მხოლოდ დამოუკიდებელ საკომუნიკაციო სივრცეს (პლატფორმას), რომელიც აკავშირებს მყიდველსა და გამყიდველს. საიტი არ არის მაღაზია, არ ფლობს განთავსებულ პროდუქციას და არ მონაწილეობს უშუალოდ ყიდვა-გაყიდვის პროცესში.
უსაფრთხოება და სამართლებრივი პასუხისმგებლობა
- მხარეთა პასუხისმგებლობა: ვინაიდან პლატფორმა წარმოადგენს მხოლოდ შუამავალს, საიტის ადმინისტრაცია სრულად იხსნის ნებისმიერ სამართლებრივ, ფინანსურ თუ მორალურ პასუხისმგებლობას საიტის მეშვეობით დადებულ გარიგებებზე.
- კანონმდებლობის დაცვა: იარაღის შეძენა-გასხვისების კანონიერებაზე, შესაბამისი ლიცენზიებისა თუ ნებართვების ფლობაზე, ნივთის უსაფრთხოებასა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულად დაცვაზე ექსკლუზიური და სრული სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ გარიგების მონაწილე მხარეებს — გამყიდველსა და მყიდველს.
ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფარგლები
- შინაარსის ხელმისაწვდომობა: პლატფორმაზე ან აპლიკაციაში წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და ტექნიკურ შეზღუდვებზე. ადმინისტრაცია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმის კონკრეტული კომპონენტები ან/და სერვისები თქვენთვის დროებით ან მუდმივად მიუწვდომელია.
- ტექნიკური შეფერხებები და ზიანი: ტექნიკური შეფერხების, ხარვეზის ან სისტემური გაუმართაობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს მიმდინარე შეკვეთა ან აუქციონი. ადმინისტრაცია არ აგებს პასუხს პლატფორმის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, დანაკარგზე (მათ შორის: ტექნიკური დეფექტის, ოპერაციის შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის ან სისტემის გაუმართაობის გამო).
- მესამე პირთა ბმულები: პლატფორმაზე განთავსებული მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები არ ექვემდებარება ადმინისტრაციის კონტროლს. შესაბამისად, საიტი არ არის პასუხისმგებელი ამ ბმულებზე მოცემული პროდუქტების, შინაარსის სიზუსტესა თუ კანონთან შესაბამისობაზე.
მოვაჭრის (განმთავსებლის) პასუხისმგებლობა
- განცხადების შინაარსი: თქვენ ერთპიროვნულად და სრულად ხართ პასუხისმგებელი ნებისმიერი პრეტენზიის, დავის ან ზიანის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ განთავსებულ იარაღთან, ნივთთან, სერვისთან თუ განცხადების შინაარსთან და რომელიც არ გამომდინარეობს უშუალოდ პლატფორმის ბრალეული ქმედებით.
განცხადების მოქმედების ვადა
- 30-დღიანი ვადა: დამტკიცებული განცხადება საიტზე აქტიურია 30 კალენდარული დღის განმავლობაში დამტკიცების მომენტიდან.
- ავტომატური გათიშვა: ვადის ამოწურვის შემდეგ განცხადება ავტომატურად გაქრება საიტიდან. ეს ხდება ყოველ საათში გაშვებული ავტომატური პროცესის მიერ.
- განახლება: ვადაგასული განცხადება შესაძლებელია ხელახლა გააქტიუროთ პროფილის გვერდიდან.
- სრული წაშლა: ვადაგასული განცხადება სისტემაში ინახება 30 დღის განმავლობაში, შემდეგ კი სამუდამოდ იშლება სურათებთან ერთად.
განცხადების მოდერაცია და დადასტურება
- ადმინისტრაციის უფლება: ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას, არ დაადასტუროს და დაუყოვნებლივ წაშალოს/დაბლოკოს განცხადება, თუ:
- განცხადების შინაარსი არ შეესაბამება მისთვის მინიჭებულ კატეგორიას.
- განცხადებაში ატვირთული ფოტომასალა არ ასახავს ან არ შეესაბამება განცხადების რეალურ შინაარსსა და აღწერას.
- აკრძალული შინაარსი: განცხადება შეიცავს საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულ ნივთებს, პორნოგრაფიულ, ძალადობრივ, შეურაცხმყოფელ ან სხვა სახის შეუსაბამო მასალას, რაც ეწინააღმდეგება პლატფორმის მიზნებს.